საქართველოში “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer-ი და შემდგომ Sinopharm-ი – ცერცვაძე

საქართველოში “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer-ი, შემდგომ Sinopharm-ი და Siniovac-ი – ამის შესახებ, ინფორმაციას, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. ამის შესახებ ცერცვაძემ რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.

AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinovac-ისSinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, “ბუსტერ” დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია “ბუსტერ” დოზისთვის და ჩინეთში “ბუსტერ” დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinovac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinovac-იSinopharm-ი,”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.