2020 წელს, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელმა შობადობას გადაუსწრო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს რომ 2020 წელს საქართველო ბუნებრივი შობადობის გარეშე დარჩა. დემოგრაფები ამას კოვიდპანდემიასაც უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მომავალ წლებში სურათი დიდად არ გაუმჯობესდება.
მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 ადამიანი იყო, 2020 წლის მაჩვენებელი კი მინუს ოთხი ათას ჩვიდმეტია (-4017). გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელი, რომელიც 2020 წლის მონაცემებით, ათას კაცზე 13.6-ს შეადგენს. კორონავირუსმა გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 5.1%-ით გაზარდა.