საქართველოში გვინდა ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა – კრამერი

საქართველოში გვინდა ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს.

“ჩვენ ეს კონფერენცია პირველად გვაქვს 2019 წლის შემდეგ, ეს არის უნიკალური კონფერენცია და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა გვსურს. საქართველოსთვის ეს სიტუაცია უცხო არ არის, მან ეს 2008 წელს გამოიარა.

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს. მე არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას,რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ ამას ვიხილავთ”,- ამბობს დევიდ კრამერი.