საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 668, ხოლო გარდაიცვალა 60 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს, მათგან გამოჯანმრთელდა 527 337, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 977 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 21 313, ხოლო PCR-ით 8 236.