საქართველოში დადასტურებული 314 შემთხვევიდან 225 აჭარიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.თბილისში – 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3

ამჟამად ბათუმის სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის არის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 957, ამათგან 65 არასრულწლოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით, კონსულტაცია გაეწია 553 პირს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.