დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 147 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, 2 789 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ომიკრონის შტამი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.