საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 147 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, 2 789 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ომიკრონის შტამი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.