ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან, არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში – მეთიუ ბრაიზა

“ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან,არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში  ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწვრიანებას. ქართველების 80% მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციას და ამ აზრს იზიარებს ნატო-ს წევრების უმეტესობაც. რატომ უყვართ საქართველო ასე ვაშინგტონსა და ბრიუსელში? საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. თქვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოახერხეთ კორუფციისა და არეულობისგან თავის დაღწევა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მიდიოდა. ჩვენ ამაში ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსური დახმარება ჩავდეთ. ბოლო დროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება. ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან. ისინი არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომლებიც ძალიან შემაწუხებელია. ქართველმა პოლიტიკოსებმა- ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ბრაიზამ.