საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა – Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია. ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა. სახელმწიფოები 1-დან 7-მდე სკალით ფასდებიან, სადაც 7 დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი მაჩვენებელია.

Freedom House-ის რეიტინგი 7 კრიტერიუმს ეფუძვნება: ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, მედიის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებლობა, კორუფცია და სამოქალაქო საზოგადოება.