საქართველოში დღეიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები შედის ძალაში.

დღეიდან სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება ღია სივრცეებშიც. აქამდე ნიღაბი სავალდებულო მხოლოდ დახურულ სივრცეში იყო. დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

10 ქალაქში სკოლები 25 ნოემბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ოფიციალურად გადადიან. ვირუსის შეჩერების მცდელობის გარდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არჩევნების მეორე ტურია, რადგან საარჩევნო უბნები უმეტეს შემთხვევაში სკოლის შენობებში განთავსებული.

ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლას განაგრძობენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ასევე დღეიდან თბილისში, იმერეთსა და მცხეთის რაიონში არსებული შეზღუდვა რესტორნებისა და ბარების 22:00 საათიდან დაკეტვის შესახებ ვრცელდება მთელს საქართველოზეც.