დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე გაიხსნა.
მეორე ტური გაიმართება ქვეყნის 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში. ერთმანეთს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.
თვითმმართველი ქალაქების მერობისთვის იბრძოლებენ:
- თბილისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;
- რუსთავი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;
- ქუთაისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;
- ფოთი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;
- ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;
გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტური გაიმართება:
თელავი – ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბოტკოველი, ქართული ოცნება ლევან ანდრიაშვილი;
ქარელი – ნაციონალური მოძრაობა ნიკოლოზ ახალკაცი, ქართული ოცნება ზაზა გულიაშვილი;
თიანეთი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება ლევან წიკლაური;
ხაშური – ნაციონალური მოძრაობა იოსებ ბუაძე, ქართული ოცნება თენგიზ ჩიტიაშვილი;
ცაგერი – გახარია ‒ საქართველოსთვის ბესარიონ ბენდელიანი, ქართული ოცნება გიორგი ნემსაძე;
ბაღდათი – ნაციონალური მოძრაობა გიორგი რობაქიძე, ქართული ოცნება კახა ენუქიძე;
წყალტუბო – ნაციონალური მოძრაობა ზაზა მეტრეველი, ქართული ოცნება გენადი ბალანჩივაძე;
ოზურგეთი – დამოუკიდებელი კანდიდატი – კონსტანტინე შარაშენიძე; ქართული ოცნება ავთანდილ თალაკვაძე,
სენაკი – ნაციონალური მოძრაობა კობა ნაყოფია, ქართული ოცნება ვახტანგ გადელია;
მარტვილი – ნაციონალური მოძრაობა თეიმურაზ ჯანაშია, ქართული ოცნება თორნიკე ჯანაშია;
ხობი – ნაციონალური მოძრაობა ბესიკი შენგელია, ქართული ოცნება დავით ბუკია;
ზუგდიდი – ნაციონალური მოძრაობა ანზორ მელია, ქართული ოცნება მამუკა წოწერია;
წალენჯიხა – ნაციონალური მოძრაობა გიორგი ხარჩილავა, ქართული ოცნება გოგა გულორდავა;
ჩხოროწყუ – ნაციონალური მოძრაობა ბადრი ქარჩავა, ქართული ოცნება დათო გოგუა;
ხელვაჩაური – ნაციონალური მოძრაობა მიშა ბოლქვაძე, ქართული ოცნება ზაზა დიასამიძე.