საქართველოში კორონავირუსით 22-ე ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 72 წლის კაცი ბათუმში, ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
„72 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეიბაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება”,- აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 სექტემბერს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 21-ე პაციენტი დღეს ქუთაისში, კლინიკა ბომონდში დაიღუპა.