საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6 თვიდან 5 თვემდე შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

უწყების განცხადებით, ფაიზერის ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

სინოვაკითა და სინოფარმით აცრილთათვის კი ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

ცნობისთვის, საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით აცრა დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.