საქართველოში ვაქცინით ჯერ მხოლოდ 105 500 ადამიანია აცრილი

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ მხოლოდ 105 500 ადამიანია აცრილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინა 3 613-მა ადამიანმა გაიკეთა.

დღეს 12:00 საათიდან მოქალაქეები ჩინური “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაციას შეძლებენ, ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება.

გუშინ “ფაიზერმა” დაადასტურა, რომ საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა არც მთავრობა და არც მწარმოებელი კომპანია არ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს.