საქართველოში ვაქცინის ბუსტერ დოზა 61 091 ადამიანს აქვს გაკეთებული

საქართველოში ვაქცინის ბუსტერ დოზა 61 091 ადამიანს აქვს გაკეთებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 454 879 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 273 858, სრულად ვაქცინირებულია 1 118 799 ადამიანი. ​ხოლო ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 61 091 ადამიანს.

24 დეკემბერს აიცრა 11 808 ადამიანი.