საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 14:03 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მისმა სიმძვლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.