“საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი”- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით,ფაიზერის შემოსვლის თარიღი დადასტურებულად იციან, თუმცა, კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს.
“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია”, – თქვა ტიკარაძემ.