საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ქალაქ ოზურგეთთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის – სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მანადე, დილით, ოზურგეთთან 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.