საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, 81 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა “მედალფაში” გარდაიცვალა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი.