საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 6. სულ COVID-19 713 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 475 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში არის 3 519 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 351.