საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევების რაოდენობა 723-მდე გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, ჯამში – 495. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კორონავირუსისგან ქვეყანაში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი.