საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში კი 22.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 .