საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 924–მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში კიდევ 4 პაციენტი განიკურნა, მათი რაოდენობა კი 785 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსისგან 15 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.