საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რაოდენობა 986–მდე გაიზარდა. ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ განკურნებულთა რიცხვმა კი 857–ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.