საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 995-ს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში 857 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 15.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.