საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 999-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 999–მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 13 ადამიანი, მთლიანობაში – 870 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში COVID-19-ის 114 აქტიური შემთხვევაა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.