საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
1 ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, ის 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვებ-გვერდის თანახმად, ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება