საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 1006–მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი, სულ 883 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.