საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო რაოდენობა კი 1010–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი, სულ 885 პაციენტი. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.
კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41, მათ შორის 28 ქართველი ჯარისკაცია.