საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო რაოდენობა კი 1010–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი, სულ 885 პაციენტი.  მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41, მათ შორის 28 ქართველი ჯარისკაცია.