საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 912 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 936 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 268.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.