საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, სულ – 920. ინფორმაცია Stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.
26 ივლისის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6183 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302.