საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პაციენტი.
131 ინფიცირებულიდან 26 გამოჯანმრთელებულია.