საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამჟამად 1243-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.