კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 148–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. შედარებით მძიმეა 5 პაციენტის მდგომარეობა.
ამ დროისთვის კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 148
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 27
- კარანტინის რეჟიმში – 5392
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319
მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში თუნდაც 20 პაციენტის მომატება არ არის განსაკუთრებული პრობლემა და სიტუაციას მძიმეს ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ.