საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 57-ით გაიზარდა და 1830-ს შეადგენს. ეს არის საქართველოში დღეღამის განმავლობაში ახალ ინფიცირებულთა გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განახლდა.

მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი და 1334-ს შეადგენს.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 ადამიანია გარდაცვლილი.