საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

13 სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში ჯამში ვირუსის 2227 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.