საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.