საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.