საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 6192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5413 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 869 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




