საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 6192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5413 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 869 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.