საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით დღეს 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დ26-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 6192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.