საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 5

დღეს კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დღეს COVID-19-ს 5 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.