საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7564–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 48 ადამიანი.
დღეს გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 3992 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.