საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 416 აჭარაში

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან, 416 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი-72.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 2 ბოლო 24  საათში.