საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბოლო დღეღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4, საერთო ჯამში კი 54 შეადგინა.
87 წლის კაცი ქუთაისში, კლინიკა ჰოსპიტალსერვისში მკურნალობდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.