საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 13521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7159 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 109.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს – 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.