საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 8.

ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 — გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში 6 300 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში — 1 388.