საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოს კორონავირუსის რეკორდული, 1595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 22803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  9 401 გამოჯანმრთელებულია, 178 გარდაცვლილი.