საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge–ზე განახლდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს, ინფიცირებულთა რაოდენობა 22803 გახდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი.